ევროინტეგრაციის საკითხებზე ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მარტი 21, 2022
21.03.22 – სოფელი ღვირიში
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, მოსწავლეებს ინფორმაცია მოაწოდა ევროკავშირის ისტორიაზე, ევროპულ ღირებულებელზე, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიკაზე, ასოცირების ხელშეკრულებასა და გახსნილ ახალ შესაძლებლობებზე. ყურადღება გამახვილდა უვიზო მიმოსვლის შედეგად მიღებულ სარგებელსა და წესების დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.