ევროინტეგრაციის საკითხებზე ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლის უფროსკლასელებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 8, 2021

08.12.21 – სოფელი ლაილაში

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, მოსწავლეებს ინფორმაცია მოაწოდა ევროკავშირის ისტორიაზე, ღირებულებელზე, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიკასა და ასოცირების ხელშეკრულებაზე.

ყურადღება გამახვილდა უვიზო მიმოსვლის შედეგად მიღებულ სარგებელზე და წესების დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებზე. ხაზი გაესვა საკანონმდებლო ცვლილების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანად შესრულების მნიშვნელობას. ასევე, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მოსწავლეებს ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის ERASMUS + შესაძლებლობები გააცნო.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.