ევროინტეგრაციის საკითხებზე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პედაგოგებისათვის ონლაინ სემინარი გაიმართა
თებერვალი 15, 2022
15.02.22- სამცხე-ჯავახეთი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პედაგოგებისათვის ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.
160-მდე პედაგოგს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი, ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ევროგაერთიანების სიკეთეებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკასა და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან მიღწევებზე.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.