ევროინტეგრაციის საკითხებზე იმერეთის რეგიონის პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრა ჩატარდა
დეკემბერი 22, 2021
22.12.21 – იმერეთი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროინტეგრაციის საკითხებზე იმერეთის რეგიონის პედაგოგებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.
შეხვედრას, რომელსაც 120-მდე პედაგოგი ესწრებოდა საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე მიესალმა და ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.
შეხვედრაზე მონაწილეებს ფონდის – “ღია საზოგადოება” სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის ევროინტეგრაციის პროგრამის კოორდინატორმა ვანო ჩხიკვაძემ, ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირთან დაახლოების ეტაპებსა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე. ყურადღება გამახვილდა იმ რეფორმებსა და საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატეტის საელჩოსთან ერთად ახორციელებს.