ევროინტეგრაციის საკითხებზე კახეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 30, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ, ახალგაზრდებთან ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევები და ძირითადი გამოწვევები განიხილეს, დისკუსიის მონაწილეებმა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ასევე, გეოპოლიტიკური კონტექსტები და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები მიმოიხილეს. გამოითქვა მოსაზრებები ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების უფრო სწრაფად და ეფექტიანად შესრულებაზე.
შეხვედრის შემდეგ დაიგეგმა შემდგომი ღონისძიებები, რომელიც მიმართული იქნება რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებაზე.