ევროინტეგრაციის საკითხებზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 7, 2021

07.12.21 – სოფელი ჟახუნდერი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, ევროკავშირის ისტორიაზე, ღირებულებებზე, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიკასა და ასოცირების ხელშეკრულებაზე ისაუბრა.

ყურადღება გამახვილდა უვიზო მიმოსვლის შედეგად მიღებულ სარგებელსა და წესების დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებზე. ხაზი გაესვა საკანონმდებლო ცვლილების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანად შესრულების მნიშვნელობას. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის ERASMUS + შესაძლებლობებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.