ევროინტეგრაციის საკითხებზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
აპრილი 28, 2021
28.04.21 – სოფელი რცხმელური
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, ევროკავშირის ისტორიაზე, ევროკავშირის გაფართოებისა და ინსტიტუციური ფორმირების პროცესზე ისაუბრა. ხაზი გაესვა საქართველო ევროკავშირის თანამშრომლობას, ასოცირების ხელშეკრულებასა და ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანად შესრულების მნიშვნელობას. საუბარი, ასევე, შეეხო უვიზო მიმოსვლის შედეგად მიღებულ სარგებელსა და წესების დარღვევით გამოწვეულ საფრთხეებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.