ევროინტეგრაციის საკითხებზე მარნეულის სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მაისი 17, 2021

17.05.21 – მარნეული
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს ორგანიზებით, მარნეულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, მოსწავლეებთან საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების დინამიკასა და პერსპექტივებზე, ევროკავშირის დაარსების ისტორიაზე, მიზნებზე, ამოცანებსა და გაფართოების ეტაპებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით საქართველოსთვის მინიჭებულ სხვადასხვა შესაძლებლობასა და ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მიღებულ სარგებელსა და პერსპექტივებს, მათ შორის უვიზო მიმოსვლასა და ამ კუთხით გახსნილ შესაძლებლობებს. ხაზი გაესვა იმ პროექტებსა და პროგრამებს, რომლებიც საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.