ევროინტეგრაციის საკითხებზე ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 18, 2021

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-9 კლასის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, ევროკავშირის ისტორიაზე, ევროკავშირის გაფართოებისა და ინსტიტუციური ფორმირების პროცესზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველო ევროკავშირის თანამშრომლობაზე, ასოცირების ხელშეკრულებაზე და ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანად შესრულების მნიშვნელობაზე. მომხსენებელმა, ასევე, ევროკავშირის პროგრამა Erasmus + მიერ სტუდენტებისთვის სხვადასხვა მიმართულებით გახსნილ შესაძლებლობებზე ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.