ევროინტეგრაციის საკითხებზე ონში, ტრადიციული რეწვის სახელოსნოში შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 15, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს ინიციატივით ონის მუნიციპალიტეტში, ტრადიციული რეწვის სახელოსნოში ,,ედენა“ ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სახელოსნოს თანამშრომლები, ახალგაზრდები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემოს სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, ევროპულ ღირებულებებსა და საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა, ასოცირების შეთანხმებასა და მის შემადგენელ ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო ხელშეკრულებაზე, უვიზო მიმოსვლის სარგებელსა და ამ შესაძლებლობის მართლზომიერი გამოყენების მნიშვნელობაზე, ასევე დეზინფორმაციით გამოწვეულ საფრთხეებსა და ევროკავშირთან მიმართებაში საზოგადოებაში გავრცელებულ მითებზე.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო თემატური მასალები გადაეცათ.

შეხვედრა ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში შედგა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.