ევროინტეგრაციის საკითხებზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
მაისი 6, 2022
06.05.22 – სოფელი გურიანთა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი ირაკლი პაპავა, მონაწილეებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ევროპულ ღირებულებებს, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და იმ სარგებელს, რომელიც საქართველომ ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებით შეიძლება მიიღოს, ხაზი გაესვა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამებს.
ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებზე, საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადსა და შემდგომ გადასადგმელ ნაბიჯებზე. საუბარი ასევე შეეხო, სხვა აქტუალურ საკითხებს.
გარდა ამისა, მომხსენებელმა აუდიტორიას საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის, ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მედეგობის გაზრდისა და ამ მიმართულებით სწორი აღქმების ჩამოყალიბების მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები.