ევროინტეგრაციის საკითხებზე სოფელ ღარის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 11, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონულმა წარმომადგენელმა, თამარ გოგოლაძემ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ევროკავშირის დაარსების, მიზნებისა და ღირებულებების შესახებ ისაუბრა. ხაზი გაესვა საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის ისტორიასა და განვითარების ეტაპებს. ყურადღება, ასევე, გამახვილდა ასოცირების ხელშეკრულებასა და უვიზო მიმოსვლაზე. შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებისათვის მცირე ვიქტორინა გაიმართა. მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები, ხოლო ვიქტორინაში გამარჯვებულებს სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

შეხვედრა “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.