ევროინტეგრაციის საკითხებზე სოფელ წყაროთის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 30, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შუახევის ბიუროს წარმომადგენელმა სალომე აბულაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მომხსენებელმა ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, ევროპულ ღირებულებებზე, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე, შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და შედეგებზე ისაუბრა. შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის პროგრამა Erasmus + მიერ სტუდენტებისთვის სხვადასხვა მიმართულებით გახსნილ შესაძლებლობებზე, პროგრამაში ჩართვის გზებზე, არსებულ გამოცდილებასა და შედეგებზე.