ევროინტეგრაციის საკითხებზე სოფელი დაგვას სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 2, 2020
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონალურმა წარმომადგენელმა აჭარაში ირმა გაბინაშვილმა, ონლაინ სემინარი ჩაატარა.
შეხვედრაზე მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ასოცირების ხელშეკრულების 6 წლისშედეგად მიღწეულ წარმატებებზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მიღებულ სარგებელსა და პერსპექტივებზე, ისაუბრა საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებზე, ასოცირების ხელშეკრულების მიერ ნაკისრ ვალდებულებებსა და კონკრეტულ შედეგებზე. ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული იმ პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომლებში ჩართულობაც თითოეული მსურველისთვის არის შესაძლებელი.
საუბარი, ასევე, შეეხო ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს, მითებსა და რეალობას. გაიმართა დისკუსია დეზინფორმაციულ ნაკადებთან დაკავშირებით. ცენტრის წარმომადგენელმა მოსწავლეებთან ერთად განიხილა თითოეული მითის წარმოშობის მიზეზები და ანტიდასავლური გზავნილების გამავრცელებელი მედიასაშუალებების მიზნები.