ევროინტეგრაციის საკითხებზე სოფლების დაგვასა და ციხისძირის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 21, 2020
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვასა და ციხისძირის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის ონლაინ შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივებზე და ამ პროცესში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მომხსენებელმა, ყურადღება გაამახვილა ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, მისი ამოცნობის ხერხებსა და მეთოდებზე, მედიაწიგნიერების მნიშვნელობასა და სასკოლო სივრცეში მისი ფართოდ გავრცელების აუცილებლობაზე.
შეხვედრის დასასრულს ევროკავშირის მიერ საგანმანათლებლო სფეროში გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობებზე გამახვილდა ყურადღება.