ევროინტეგრაციის საკითხებზე სტუდენტებისთვის ლექცია გაიმართა

ივლისი 13, 2021

13.07.21 – იმერეთი

პროექტის „ახალგაზრდების ინფორმირება კლიმატის ცვლილებების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და პოლიტიკის დოკუმენტებზე“ ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიურომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ლექცია გამართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, სტუდენტებს ასოცირების ხელშეკრულებასა და გარემოს დაცვის კუთხით არსებულ დირექტივებზე მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა ჯგუფური დავალება შეასრულეს, რომელიც კონკრეტული შემთხვევის განხილვას მოიცავდა.

პროექტს ასოციაცია „ქალები რეგიონების განვითარებისთვის“ დედამიწის მეგობრებთან თანამშრომლობით ახორციელებს.