ევროინტეგრაციის საკითხებზე ზუგდიდის სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 5, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ სემინარი გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ანა ცანავამ, საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობა მიმოიხილა. ყურადღება გაამახვილა ნატოს შესახებ გავრცელებულ მითებზე, ანტი-დასავლურ პროპაგანდასა და თანმდევ საფრთხეებზე. ასევე, ევროკავშირის პროგრამა Erasmus + მიერ სტუდენტებისთვის სხვადასხვა მიმართულებით გახსნილ შესაძლებლობებზე ისაუბრა.

სემინარი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.