ევროინტეგრაციის საკითხებზე ახალგაზრდებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა

დეკემბერი 23, 2023

23.12.23 – ამბროლაური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ჩართულობითა და ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის “ცოდნის ძალა“ ორგანიზებით ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.

ტრენინგს სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

სემინარს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში, თამარ გოგოლაძე უძღვებოდა. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის შექმნის, გაფართოებისა და ინსტიტუციური ფორმირების პროცესზე, ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებზე, ასევე, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ პროცედურებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.