ევროკავშირის და საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაცის სპეციალისტებს შორის გამოცდილების გაზირების მიზნით ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ივნისი 26, 2020

“ევროპის დღეები 2020” – ის ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ვებინარი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ სტრატეგიული კომუნიკაციის ოპერაციული ჯგუფის ხელმძღვანელთან, ანელი აჰონენთან.

ვებინარში საქართველოს საჯარო უწყებებიდან სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით მომუშავე პირები და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტები მონაწილეობდნენ.

ვებინარი აქტიური დისკუსის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა ერთმანეთს დეზინფორმაციის ბრძოლის კუთხით არსებული გამოცდილება გაუზიარეს. დასახელდა ახალი, ყალბი, პანდემიას მორგებული გზავნილები, რომელიც ვრცელდება როგორც საქართველოში, ისე მსოფლიო მასშტაბით და ძირითადად დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

დისკუსიას მოდერაციას უწევდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშრის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი.

სამომავლოდ მონაწილეები შეთანხმდნენ ამ კუთხით კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე.