ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,MEDIATS” – პროფესიული პროგრამის სასწავლო კურსის მსმენელებთან შეხვედრა გაიმართა
ივლისი 25, 2022
25.07.22 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,MEDIATS” – პროფესიული პროგრამის სასწავლო კურსის მსმენელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, მიღწევებზე, გამოწვევებსა და გეოპოლიტიკურ კონტექსტში დასავლურ სამყაროსთან სტრატეგიული პარტნიორობით საქართველოსთვის გახსნილ შესაძლებლობებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებს.
დისკუსიის ნაწილში განხილულ იქნა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეები და თანამედროვე საინფორმაციო სივრცეში მათთან გამკლავების მეთოდები.