ევროკავშირის თემატიკაზე მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის სემინარი გაიმართა

ნოემბერი 18, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შქვემო ქართლის ბიუროს ორგანიზებით, ევროკავშირის თემატიკაზე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სემინარი გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს რეგიონულმა წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, მოსწავლეებს Erasmus+ ის შესაძლებლობების შესახებ მიაწოდა ინფრომაცია. ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ მითებზე. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა მიღებული ინფორმაცია ინტერაქტიული ვიქტორინით შეაჯამეს.

სემინარი პროექტის „არაფორმალური განათლების კვირეული“ და  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის  “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებულ პროექტს საგარეო საქმეთა  სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ  საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.