„ევროპის დღები 2022″ ის ფარგლებში, ქ. ფოთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან შეხვედრა გაიმართა
მაისი 20, 2022
20.05.22 – ფოთი
„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქ. ფოთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი ანა ცანავა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ ხელშესახებ შედეგებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამაზე.
საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადსა და შემდგომ ნაბიჯებს.
ამასთანავე, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მედეგობის გაზრდის მნიშვნელობას.
შეხვედრა ქ. ფოთის პირველი საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგის, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პროექტის „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“ ერთ-ერთი გამარჯვებულის მაია გვასალიას ინიციატივით გაიმართა, რომელმაც ევროინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.