„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის სემინარი „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ ჩატარდა
მაისი 10, 2022
10.05.22 – ზუგდიდი
„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის ამერიკულ კუთხესთან თანამშრომლობით, ახალგაზრდებისთვის სემინარი “საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია” გაიმართა.
სემინარი საინფორმაციო ცენტრის სამეგრელოს რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ გახსნა და ცენტრის საქმიანობასა და მიზნებზე ისაუბრა.
კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის CYSEC დამფუძნებელმა ანდრო გოცირიძემ, ჰიბრიდული ომისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ წარმოებულ საინფორმაციო ომზე, ნატოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკასა და კიბერსივრცეში ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე.
14 მაისს, სემინარის ციკლის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა გამართავს შეხვედრას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების საკითხებზე. სემინარის დასრულების შემდეგ გაიმართება ვიქტორინა, სადაც გამარჯვებულებს საინფორმაციო ცენტრისგან საჩუქრები გადაეცემათ.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.