„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან საინფრომაციო შეხვედრა გაიმართა
მაისი 20, 2022

20.05.22 – სოფელი მარტყოფი
„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, ცენტრის საქმიანობა, ევროპული გაერთიანების შექმნის ისტორიული კონტექსტი, ევროკავშირის გაფართოებისა და ინსტიტუციონალიზაციის ეტაპები გააცნო.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა ქართული პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე გატანის შესაძლებლობებზე, უვიზო მიმოსვლასა და Erasmus+ ის პროგრამებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.