„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახში შეხვედრა გაიმართა

მაისი 11, 2022

11.05.22 – ონი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ონის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით, ევროპის დღის აღსანიშნავად ონის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას საჯარო სკოლების მოსწავლეები, საგანმანათლებლო რესურს ცენტრის, მერიის, საკრებულოსა და ბიბლიოთეკის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ონის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა მანანა ჩაგელიშვილმა და ევროპის დღეების კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

შეხვედრაზე, ასევე, მოსწავლეებისთვის ევროკავშირის თემატიკაზე მცირე ვიქტორინა გაიმართა. მოსწავლეებს საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის წარმომადგენლემა თამარ გოგოლაძემ ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის ისტორიის, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის, ასოცირების ხელშეკრულებისა და უვიზო მიმოსვლის საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus+ მიერ ახალგაზრდებისთვის გახნილ შესაძლებლობებზე.

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალა გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.