„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

მაისი 10, 2022

10.05.22 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ქუთაისის უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შემდგომ ნაბიჯებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ნატოს შექმნის ისტორიასა და მისის გაფართოების ეტაპებს.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.