„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში საგარეჯოს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ლიდერებთან შეხვედრები გაიმართა

მაისი 9, 2022

09.05.21 – საგარეჯო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროპის დღესთან დაკავშირებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის თამარ ჯაბადრის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ლიდერებსა და ლიდერობის კანდიდატებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ, ახალგაზრდებს ევროპის დღის მნიშვნელობის, ევროკავშირის დაფუძნების, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და მიმდინარე გაწევრიანების ეტაპის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ,,ევროპის დღეები 2022’’ ის ფარგლებში და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან თანამშრომლობით დაიგეგმა არაერთი ღონისძიება კვირეულის ფარგლებში.