„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მაისი 10, 2022
10.05.22 – იმერეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლასთან თანამშრომლობით სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ნატოს შექმნის ისტორიაზე, გაფართოებაზე, საქართველო-ნატო-ევროკავშირის პარტნიორობასა და საქართველოს ახლანდელ კონტექსტს ნატოსთან მიმართებაში.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.