„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გაიმართა
მაისი 10, 2022

10.05.22 – წყალტუბო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და აფხაზეთის ა/რ დევნილთა სამინისტროს იმერეთის წარმომადგენლობის ერთობლივი ორგანიზებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ და ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და ევროკავშირში კანდიდატის წევრობის შემდგომ ნაბიჯებზე ისაუბრა.
გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარემ ნატო ბაჩიაშვილმა ნატოს შექმნის ისტორიაზე, გაფართოებასა და საქართველო-ნატო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრა. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს ახლანდელ კონტექსტს ნატოსთან მიმართებაში.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.