„ევროპის დღეები” კავკასიის ბიზნეს-სკოლაში
მაისი 17, 2023
17.05.23 – ბათუმი
საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2023-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, კავკასიის ბიზნეს-სკოლის მიერ დაგეგმილ სანახაობით-შემეცნებით ღონისძიებებს შეუერთდა.
სკოლაში მოეწყო ევროპული ხეივანი, მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად სხვადასხვა შემეცნებითი და სახალისო აქტივობა წარმოადგინეს: გაიმართა ტურნირი ჭადრაკში, ხატვის კონკურსი, კულინარიული მასტერკლასი და გამწვანების აქცია, ასევე, შესრულდა ქართული და ევროპული კულტურისთვის დამახასიათებელი პერფორმანსები.
ღონისძიებებების აქტიურ მონაწილეებს სიმბოლური პრიზები და საიმიჯო მასალები გადასცეს, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა და კავკასიის ბიზნეს-სკოლის დირექტორმა ია ქირიამ. „ევროპის დღეების“ ორგანიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კი სკოლის დირექტორის მოადგილეს თამაზ მჟავანაძეს საპატიო სიგელი გადაეცა. ღონისძიებებში აქტიურად იყვნენ ჩართული სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს „ევროპის დღეები“ საქართველოში უკვე მეთერთმეტედ იმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 6-20 მაისამდე თბილისსა და რეგიონებში მიმდინარე სხვადასხვა აქტივობითა და საგანმანათლებო-შემეცნებითი ღონისძიებით ახორციელებს.