ევროპის დღეების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქუთაისის #6 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ივნისი 17, 2020
17 ივნისს, სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა დაევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს დააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქუთაისის #6 საჯარო სკოლის დირექციის მხარადჭერით ევროპის დღეები 2020-ის ფარგლებში მოსწავლეებთან ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ცენტრისწარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ შეხვედრაზესაქართველოში მიმდინარე ევროპის დღეების, უვიზომიმოსვლის მნიშვნელობისა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესახებ ისაუბრა.
მოსწავლებმა ყურადღება გაამახვილეს შენგენის წევრ ქვეყნებზე, სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებების შესრულების სარგებელზე. მათთვის საინტერესო იყო საუბარი ევროკავშირის მიერ შეთავაზებული საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების, ევროკავშირის შექმნის იდეისა და მისი საქმიანობის შესახებ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2020 წელს ევროპის დღეებს უკვე მერვედ აღნიშავს. წელს, ევროპის დღეები საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტთან პარტნიორობით ციფრულ რეჟიმში მიმდინარეობს.