„ევროპის დღის” საზეიმო აღნიშვნა “ექსპოჯორჯიაში”

მაისი 11, 2024

11.05.24 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით დაგეგმილ “ევროპის დღე 2024”-ს შეუერთდა.

საგამოფენო სივრცეში, საინფორმაციო ცენტრი წარმოდგენილი იყო სტენდით, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ინტერესებზე მორგებულ საინფორმაციო-შემეცნებით აქტივობებს მოიცავდა.

სტენდის კონცეფცია – “რაც ჩავიფიქრეთ” – ხაზს უსვამს, რომ 2023 წლის ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, წარმოადგენს ჩვენი წინაპრების, სახელოვანი საზოგადო მოღვაწეების მიერ არჩეულ გზაზე წინგადადგულ ნაბიჯს და მათ მიერ დასახული მიზნებისა და სურვილების ასრულებისკენ სვლას.

საინფორაციო ცენტრის სტენდთან მოსულ სტუმრებს გადაეცათ საინფორმაციო მასალები, საშუალება ჰქონდათ გადაეღოთ სამახსოვრო ფოტოები, მიეღოთ მონაწილეობა თემატურ ვიქტორინაში და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის დღისადმი მიძღვნილ გამოფენას 15 000-მდე ადამიანი ესტუმრა.