ევროპულ არდადეგებს“ აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ უმასპინძლა

ივლისი 23, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა  და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი პროექტის „ევროპული არდადეგები“  ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის  ბათუმის ბოტანიკურ ბაღში საქართველოს ევროპული  ერთდღიანი სემინარი ჩატარდა.
ახალგაზრდებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ,  აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ნარდაიამ ახალგაზრდებთან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნებსა და ამოცანებზე, მისი შექმნის ისტორიაზე, ნატო საქართველოს ურთიერთობების დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
აღნიშნული სემინარები შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს მიიღონ მეტი ინფორმაცია დასავლური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით და ხელს უწყობს ანტიდასავლური პროპაგანდის, გავრცელებული მითებისა თუ სტერეოტიპების გაქარწყლებას. სემინარების შემდეგ პროექტის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღირშესანიშნაობებს ათვალიერებენ, ხვდებიან სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებს, მოწვეულ ექსპერტებსა და მათგან იღებენ ინფორმაციას ქვეყნის  ევროპინტეგრაციის პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სსიპ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო ერთობლივად ახორციელებს და მოიცავს როგორც საგანმანათლებლო ისე კულტურულ-შემეცნებით კომპონენტს, კერძოდ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 300-მდე ახალგაზრდა სხვადსხვა რეგიონიდან, ეწვევა მარტვილს, სათაფლიას, ვარძიას, ბათუმს და წინანდალს და ქვეყნის ღირსშესანიშნაობების გაცნობასთან ერთად, მიიღებს ინფორმაციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შესახებ.