ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

აპრილი 12, 2022

12.04.22 – ონი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ონის ახალგაზრდობის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის ლიზი ავქოფაშვილის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში მოსწავლეებისთვის, ახალგაზრდებისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის საინფორმაცოი შეხვედრა გაიმათა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაკეთებულ განაცხადზე და მონაწილეებს გააცნო მასთან დაკავშირებული შემდგომი პროცედურები და ეტაპები. ხაზი გაესვა დეზინფორმაციის საფრთხეებსა და მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების როლსა და ჩართულობას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

შეხვედრის დასასრულს, თამარ გოგოლაძემ მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალა გადასცა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.