ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე აჭარის რეგიონისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ივლისი 8, 2020

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და  ქობულეთის მუნიციპალურ  გენდერულ საბჭოსთან თანამშრომლობით,  ონლაინ სემინარი გაიმართა.

სემინარში ქობულეთის საკრებულოს წევრები,  განათლებისა და ჯანდაცვის სფეროების, ეთნიკური უმცირესობებისა  და ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციების, აგრეთვე – შ.შ.მ საკითხებსა და საქველმოქმედო მიზნებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარაში, ირმა გაბინაშვილმა,  საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში  ქვეყანაში განხორცილებულ და მიმდინარე რეფორმებზე, არსებულ მიღწევეზე, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიკაზე,  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამებით გახსნილ უნიკალურ შესაძლებლობებსა და   ხელშესახებ  სარგებელზე  ისაუბრა.

შეხვედრაზე, ასევე,  საუბარი შეეხო  ევროკავშირის მხარდაჭერის პროგრამებს ENPARD და  ERASMUS+, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის  ENP  და   აღმოსავლეთ პარტნიორობის EAP პროგრამების ფარგლებში  საქართველოს პერესპექტივებს,   უვიზო მიმოსვლასა და ამ პროცესში არსებულ გამოწვევებს,  აგრეთვე,  ანტიდასავლურ  პროპაგანდასა და მისი ამოცნობის  ხერხებსა და მეთოდებს.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.