ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ბათუმის სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა
ოქტომბერი 16, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებით ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.
საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, ახალგაზრდებს ევროკავშირის და ნატოს დაარსების, ფუქნციონირების, მიზნებისა და პრინციპების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე, განიხილეს ასოცირების ხელშეკრულების 6 წლის შედეგად მიღწეული წარმატებები, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მიღებული სარგებელი და პერსპექტივები, საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობები, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და შედეგები. ყურადღება გამახვილდა ვიზალიბერალიზაციით გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობაზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. საუბარი აგრეთვე შეეხო, ანტი-დასავლური პროპაგანდის საფრთხეებს, მითებსა და რეალობას.