ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ბოლნისის სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა

მარტი 19, 2021

19.03.21 – ბოლნისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონულმა წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, მონაწილეებს ნატოს ძირითადი პრინციპები და ამოცანები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმები და ინტეგრაციის პროცესში გატარებული რეფორმები გააცნო. მომხსენებელმა ყურადღება, ასევე, გაამახვილა ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის ეფექტურ მეთოდებზე, მიდგომებზე, არსებულ გამოწვევებსა და ამ პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.

ონლაინ შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში. დისკუსიის გარდა მოსწავლეებმა შეხვედრის თემასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს პადლეტის ელექტრონულ დაფაზე და მონაწილეობა მიიღეს kahoot-ის ბაზაზე შექმნილ ვიქტორინაში.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.