ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ხონის სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეხვედრა გაიმართა

მარტი 26, 2021

26.03.21 – ხონი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და ხონის N1 საჯარო სკოლის ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებისა და სამოქალაქო საგნის მასწავლებლებისთვის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე, ევროკავშირის შექმნის ისტორიასა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებზე. შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებისა და სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით სამომავლო თანამშრომლობა დაიგეგმა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.