ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის შეხვედრა გაიმართა

მარტი 22, 2021

22.03.21 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და ქუთაისის სკოლა „ღონე ქვეყნისა“ თანამშრომლობით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, ყურადღება გაამახვილა ნატო საქართველოს პარტნიორობაზე, ევროკავშირის შექმნის ისტორიასა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ანტიდასავლურ კამპანიას, არსებულ მითებსა და დეზინფორმაციას. მომხსენებელმა მონაწილეებს უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებული რეგულაციები გააცნო.

შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობა დაიგეგმა, რომელიც აპრილისა და მაისის თვეში სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას მოიცავს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.