ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქ. ფოთის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ სემინარი გაიმართა

ნოემბერი 26, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით  ქ. ფოთის მე-6  საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ სემინარი გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთში  ანა ცანავამ,   საქართველოს  ნატოსთან და ევროკავშირთან  თანამშრომლობაზე, პერსპექტივებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.  მომხსენებელმა ყურადღება, გაამახვილა ნატოსა და ევროკავშირის  შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე, ანტი-დასავლურ პროპაგანდასა და თანმდევ საფრთხეებზე.

სემინარი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის  “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საგარეო საქმეთა  სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ  საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.