ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქ. სენაკის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 15, 2021

15.02.21 – სენაკი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, ქ. სენაკის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ ნატოს მიზნებსა და ამოცანებზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, პერსპექტივებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. მომხსენებელმა ყურადღება, გაამახვილა ანტი-დასავლურ პროპაგანდასა და თანმდევ საფრთხეებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.