ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქუთაისის სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა

მარტი 25, 2021

25.03.21 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და ქუთაისის N28 საჯარო სკოლის ორგანიზებით, მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, ყურადღება გაამახვილა ნატო საქართველოს პარტნიორობაზე, ევროკავშირის შექმნის ისტორიასა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე. საუბარი შეეხო უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებს. შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებისა და სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით სამომავლო თანამშრომლობა დაიგეგმა.

ღონისძიება განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.