ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სტუდენტებისთვის საგაზაფხულო სკოლა გრძელდება

აპრილი 16, 2021

16.04.21 – თბილისი

სემინარზე, რომელშიც 150-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, როგორც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, ასევე სეუ-ს საერთაშორისო პარტიორი უნივერსიტეტებიდან, მათ შორის უკრაინიდან, ბელორუსიიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. სტუდენტებს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის European Union Monitoring Mission in Georgia ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე, მისიის როლზე, მისი მანდატის განხორციელების გზებზე, არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა ვრცლად მიმოიხილა ევროკავშირის დახმარებისა და Erasmus+ გაცვლით პროგრამები და ყურადღება გაამახვილა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებაზე.

სტუდენტებს, ასევე, „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველო“ კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ძიძიშვილმა, დეზინფორმაციისა და ამ მხრივ არსებული ჰიბრიდული გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო ანტი-დასავლურ პროპაგანდას, მისგან მომდინარე საფრთხეებს, მასთან ბრძოლის მეთოდებსა და დეზინფორმაციულ ნაკადებთან გამკლავების მიზნით საზოგადოების მედეგობის გაძლიერებას.

მონაწილეებს, ასევე, საშუალება ჰქონდათ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლისგან მოესმინათ ლექციები ასოცირების შეთანხმებასა და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში.