ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 23, 2021
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების ჯუმის, ორულუსა და ახალკახათის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ ნატოს მიზნებსა და ამოცანებზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, პერსპექტივებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. საუბარი შეეხო ევროპულ ღირებულებებს, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და თანმდევ საფრთხეებს. მომხსენებელმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის პროგრამა Erasmus + მიერ სტუდენტებისთვის სხვადასხვა მიმართულებით გახსნილ შესაძლებლობებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.