ევროპული ინტეგრაციის საკითებზე მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ივნისი 12, 2020

2020 წლის 12 ივნისს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ სემინარი გაიმართა.

სემინარს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი მაღალმთიან აჭარაში სალომე აბულაძე უძღვებოდა.

მომხსენებელმა ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, ღირებულებებზე, საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატებზე, ევროინტეგრაციის პროცესის მიღწევებსა და გამოწვევებზე, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, პროგრამა Erasmus + მიერ სტუდენტებისთვის გახსნილ შესაძლებლობებსა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში და მათთვის საინტერესო კითხვებზეც მიიღეს პასუხები.

სემინარი საქართველოში მიმდინარე “ევროპის დღეები 2020”-ის ფარგლებში გაიმართა