ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე ცაგერის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

მაისი 10, 2022

10.05.22 – ცაგერი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მოსწავლეებისთვის ევროკავშირის თემატიკაზე მცირე ვიქტორინა გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, ევროკავშირის ისტორიის, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის, ასოცირების ხელშეკრულებისა და უვიზო მიმოსვლის საკითხებზე ისაუბრა.

ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus + მიერ ახალგაზრდებისთვის გახნილ შესაძლებლობებზე მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდა საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა გიორგი ურთმელიძემ.

შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეებს გადაეცათ საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.