ფახულანის სკოლის ეკოკლუბმა შემაჯამებელი ღონისძიება გამართა

დეკემბერი 20, 2021

20.12.21 – სოფელი ფახულანი

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიურო, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ესკედას“ მიერ წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების შემაჯამებელ ღონისძიებაში ჩაერთო.

საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, კლუბის მონაწილეებს ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადასცა.

კლუბმა წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება განახორციელა, მათ შორის, კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ონლაინ შეხვედრაშიც, რომელსაც საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ანა ცანავა უძღვებოდა.