ფესტივალის „პირველი ავტოგრაფი“ მონაწილეებისთვის შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობა მოეწყო

ნოემბერი 24, 2022

24.11.22 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ფესტივალის „პირველი ავტოგრაფი“ ადმინისტრაციის ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტში სასკოლო თეატრალური დასების რიგით II ფესტივალის „პირველი ავტოგრაფი“ მონაწილეებისთვის შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობა მოეწყო.

ფესტივალის მონაწილე ახალგაზრდებს, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის შექმნის, გაფართოებისა და ფუნქციონირების საკითხებზე, სამოქმედო პრონციპებსა და სტრატეგიულ პრიორიტეტებზე. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებსა და ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეებისთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობას, მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამებს.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა წამახალისებელი ვიქტორინა და ყველაზე აქტიურ მსმენელებს საინფორმაციო ცენტრისგან გადაეცათ სიმბოლური პრიზები.

შეხვედრას ესწრებოდნენ ფესტივალის „პირველი ავტოგრაფი“ ავტორი, დამფუძნებელი და ორგანიზატორი შემოქმედებითი ორგანიზაცია ა(ა)იპ „არტ პორტალი“ დირექტორი მიხეილ გაბაიძე, სამხატვრო ხელმძღვანელი პეტრე ჩარგეიშვილი და ბსუ-ს კანცლერი მერაბ დიასამიძე.