ფოთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების თანამშრომლებსა და პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
აგვისტო 11, 2021

11.08.21 – ფოთი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლებსა და პედაგოგებთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, ნატო-ს ისტორიაზე, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროპული ღირებულებების ქართულ შესაბამისობაზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.