ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 26, 2023

26.10.23 – ფოთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლექსო თოდუა, მერიის, საკრებულოსა და ა(ა) იპ-ების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ გახსნა და ცენტრის საქმიანობის სპეციფიკასა და მიზნებზე ისაუბრა.

მოწვეულმა ექსპერტმა, დიპლომატმა და ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლის ყოფილმა მოადგილემ დავით ნარდაიამ, ნატო-ს შექმნის ისტორიაზე, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე, თანამშრომლობის მექანიზმებსა და გაწევრიანების პროცესში მიღებულ სარგებელზე ისაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.